ფეხბურთი

16:41 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუ ქულით კმაყოფილია

დონეცკის “შახტარის” დამრიგებელი, მირჩა ლუჩესკუ “ბილბაოსთან” ნათამაშები ფრით (0:0) კმაყოფილია. მისი თქმით, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში ხდება და უშუალოდ “შახტარსაც” ეხება, ბასკეთში ნათამაშები ფრე ძალიან კარგი შედეგია.

“მოხარული ვარ დაფიქსირებული შედეგით, რადგან ჩვენ მზადება რთულ პირობებში გვიწევს, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო.

“სან მამესზე” დიდებული ატმოსფერო იყო და მასპინძლებს საოცარი მხარდაჭერა ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სასურველი შედეგის მისაღწევად. ჩემი შეგირდები კარგად თამაშობდნენ და შეხვედრას აკონტროლებდნენ. ფრე სამართლიანი შედეგია”, – განაცხადა 69 წლის რუმინელმა სპეციალისტმა.

მომდევნო ტურში,“შახტარი” შინ ჯგუფის ლიდერ “პორტოს” დაუპირისპირდება. შეხვედრა ზემოთაღნიშნული მიზეზის გამო, დონეცკის ნაცვლად ლვოვში შედგება.


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.114768