ფეხბურთი

16:08 | 6.08.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ლოზანის არბიტრაჟი “კარპატის” სარჩელს დაუშვილთან დაკავშირებით 21 აგვისტოს განიხილავს

საერთაშორისო სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ლვოვის “კარპატის” მიერ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს. ამის შესახებ ხსენებული სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

“კარპატი” ფიფას დავების განხილვის პალატის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმად “ზესტაფონმა” უკრაინულ კლუბში ბუბა დაუშვილის ტრანსფერის სანაცვლოდ 295000 ევრო უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ დაუშვილის “კარპატიში” გადასვლის დროს, ლვოველებმა ქართველს კონტრაქტი პირველი ლიგის “ლვოვთან” გააფორმებინეს და შემდეგ, ქართველის საყრდენი ნახევარმცველი “კარპატიში” გაანათხოვრეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ “ზესტაფონს” ფეხბურთელის სანაცვლოდ ნაკლები საკომპენსაციო თანხა მიეღო. თუმცა, ზესტაფონელებმა ფიფაში იჩივლეს და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ “კარპატის” 295000 ევროს გადახდა დაავალა. 


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:48 | 24.12.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

პოლიტანო რას ისვრიდა ტლინკებს ნაზამთრ თიკანივით ვერ გავიგე

22:46 | 24.12.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

ასე გამწარებით ჩხუბიც არ შეიძლება დალეწეს იქაურობა

16:21 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

წელს ნაპოლის ყველაზე სუსტი რგოლი დაცვაა, ესე ოთხეულშიც ვერ მოხვდებიან

14:18 | 24.12.2023
Erovnuli-Nakrebi (11812)

პუნქტებად უნდა დავწერო:
1. არავითარი ჩხუბი მანდ არ იყო, უბრალოდ იყო ემოციური საუბარი!
2. ყოჩაღ კვარა! არ იუზრდელა და რასაც ქვია, მართლა წესიერად უპასუხა უკვე არც ისე პატარა მაურინიოს! წესიერი ბიჭია და ეს მას მომავალში ძალიან დაეხმარება!
3. კვარას მიმართ ძალიან უხეშობენ და ეს ფაქტია. უკვე შიშიც აქვს, რადგან თითქმის ყველა ორთაბრძოლა მისი ფეხში ჩარტყმით მთავრდება!
4. მსაჯს ყოჩაღ! როგორც კი დაინახა კვარას მიმართ უხეშობა, მაშინვე დასაჯა მოწინააღმდეგეები!
5. ნაპოლის დიდი ჩავარდნა აქვს ნამდვილად! ნახევარდაცვის ხაზი საზიზღრად გამოიყურება

13:28 | 24.12.2023
Kobe Bean (21691)

ჩემპიონები რომ ვეღარ გახდებოდნენ და მართლა ერთი გავარდნა იყო ვიცოდი,მაგრამ ასეთ ცუდ სეზონსაც არ ველოდი ნაპოლისგან.ოთხეულში მეგონა თუ შევიდოდნენ.ნუ ეხლაც შეუძლიათ ოთხეულში შესვლა მაგრამ ძაან ცუდი გუნდია და გაუჭირდებათ.დაცვა კატასტროფაა ისევე როგორც ცენტრი და არც კვარა-ოსიმენი ფრინავენ

13:10 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

კვარას გარდა ოსიმენსაც ძაან ცუდი თამაში ქონდა

08:41 | 24.12.2023
KoRBeN DaLLaS (24844)

ჟოზე მაგარია ))
ნოდარა ნათაძე იყო ეგეთი - უხეში, მაგრამ საყვარელი

13:07 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

განსაკუთრებით ამ სიბერეში დაემსგავსა ნოდარას

06:23 | 24.12.2023
alfadhirhaiti (7530)

თუ ნაპოლიში აღარ უნდა და ამის ბრალია, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის. საამისოდ, პირიქით, მაგრად უნდა ითამაშოს, თორე ისედაც ყველა კარტი კრიჟანი პრეზიდენტის ხელშია და ბოლომდე გამოწურავს კონტრაქტის ამოწურვამდე.

06:20 | 24.12.2023
alfadhirhaiti (7530)

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა კარიერაში. ლომის წვლილი დაიდო წაგებაში.

06:10 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ეს დედააფეთქებული დროებით მოგყავს მწვრთნელი ეგ გასაგებია, მაგრამ ისეთი მაინც მოიყვანე ოთხეულში რო შეგიყვანოს

06:08 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ეს ჟოზე რა ინტრიგანია რა, რაც ასაკში შედის მით უფრო ყიამყრალი ხდება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069871
სარეკლამო ადგილი - 99
X x X