ფეხბურთი

14:23 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოტიტო: “17 მილიონი ევრო, ერნანესის მხოლოდ მარცხენა ფეხი ღირს”

რომის “ლაციოს” პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ერნანესი არ იყიდება. გაჩნდა ინფრორმაციები, რომ ერნანესის სანაცვლოდ, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ინტერი” 17 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა ლოტიტო შეუვალია:

“ერნანესი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ის ნამდვილი ტალანტია. ასე რომ, “ლაციო” ბრაზილიელის გაყიდვას არ აპირებს. უბრალოდ, წესის მიხედვით, ყველა წინადადებას მივიღებთ. 17 მილიონი ევრო? ამ ფასად, ერნანესის მხოლოდ მარცხენა ფეხს თუ იყიდიან”.

თეგებიერნანესი
0.112888