ფეხბურთი

23:49 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლორისის გმირობა და პირველი სამხრეთუელსური დერბი

კვირას პრემიერლიგაში მეათე ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა.“ევერტონმა” და “ტოტენჰემმა” ცხრილში მეორე ადგილზე დადგომის შანსი დაკარგეს. “დეზები,” მართალია, ქულებით გაუსწორდნენ “ჩელსის” და “ლივერპულს,” მაგრამ გატანილ-მიღებული ბურთების სხვაობით ჩამორჩებიან. პირველ ტაიმში სტუმრები უფრო ყოჩაღობდნენ, მეორეში მასპინძლებმა იძალეს, თუმცა გოლებამდე საქმე არ მისულა. მთავარი ეპიზოდი კი ტოტენჰემელთა მეკარე უგო ლორისისა და ლივერპულელთა შემტევის, რომელუ ლუკაკუს შეჯახება იყო, უფრო სწორად, ფრანგი მეკარე ბელგიელის მუხლს შეეჯახა და გვარიანადაც დაშავდა, მაგრამ ყველას გასაოცრად, მინდორი არ დაუტოვებია, თამაში გააგრძელა და მერე ერთი-ორი ბურთიც მოიგერია.

კარდიფში კი ისტორიული მოვლენა მოხდა. პრემიერლიგაში პირველი სამხრეთუელსური დერბი გაიმართა. შესაძლოა, სანახაობრივად თამაში დიდი ვერაფერი იყო, მაგრამ ვნებათაღელვით მართლაც ჩემპიონთა ლიგის ფინალს არ ჩამოუვარდებოდა. მოკლედ მინდორზე კაცური ბრძოლა გაჩაღდა, რომელშიც თავიდან უფრო გამოცდილი სტუმარი “გედები” სჯობდნენ დამხვდურებს, თუმცა ნელ-ნელა მასპინძლებმა ვითარება გამოასწორეს, შეტევებსაც უმატეს და ბოლოს დამსახურებული გოლიც გაიტანეს – კოლკერმა კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე დაასწრო ყველას და გაიტანა. თამაში შემდეგაც ხისტად გაგრძელდა, თუმცა უხეშობა ბევრი არ ყოფიოლა და ამას მსაჯის მიერ ნაჩვენები მხოლოდ ერთი ყვითელი ბართი ამტკიცებს. აი, ბოლო წუთზე კი სუონსელთა მეკარე მიშელ ვორმი მინდორზე ახალშესულ ფრეიზერ კემპბელს ეუხეშა და წითელიც მიიღო. ლაუდრუპს სამივე შეცვლა უკვე გაკეთებული ჰქონდა და კარში მცველ ანხელ რანხელს მოუწია ჩადგომა. ესპანელმა ერთხელ გადაარჩინა კიდეც თავისიანები, როცა უითინგემის საჯარიმო მოიგერია. საბოლოოდ “კარდიფმა” შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და სატურნირო ცხრილში “ ”სუონსის” გადაასწრო.

ევერტონი – ტოტენჰემი 0:0

ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 38 378

ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, პინაარი, ბერი, ოსმანი (ბარკლი 63), კოულმენი, მაკარტი, მირალასი (დელოფე 63), ლუკაკუ (იელავიჩი 86)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, კირიკეში, უოლკერი, ლენონი (სიგურდსონი 68), პაულინიო, ჰოლტბი (ერიკსენი 86), სანდრო (დემბელე 61), თაუნსენდი, სოლდადო

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

გაფრთხილება: ჰოვარდი (10), მაკარტი (17), მირალასი (48), ლუკაკუ (78); პაულინიო (68)

მსაჯი: კევინ ფრენდი

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 1(7)-6(10), ჯარიმა: 11-9, კუთხური: 7-4, თამაშგარე: 2-0, სეივი: 6-1

 

კარდიფი – სუონსი 1:0 (0:0)

კარდიფი. “კარდიფ სიტი სთედიუმი.” 27 463

კარდიფი: მარშალი, ტეილორი, ტერნერი, თეოფილე კატერინე, კოლკერი, უითინგემი, კოუვი, მედელი (ბო-კიუნგ კიმი 88), მატჩი (გუნარსონი 54), ოდემვინგიე (კემპბელი 75), ბელამი

მწვრთნელი: მალკი მაკაი

სუონსი: ვორმი, ტეილორი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დე გუზმანი, რუტლიჯი (ალვარო 81), დაიერი, ბრიტონი (პოსუელო 71), შელვი, მიჩუ (ბონი 65)

მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი

გოლი: 1:0 კოლკერი (62)

გაფრთხილება: უითინგემი (87)

გაძევება: ვორმი (90+1)

მსაჯი: მაიკლ დინი

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 0(3)-1(5), ჯარიმა: 5-4, კუთხური; 2-1, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-2

0.155035