ფეხბურთი

1:43 | 24.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლორიას მშრალი დებიუტი

 საბერძნეთის ჩემპიონატი დაიწყო და პირველ ტურში გიორგი ლორიას ოფი-მ შინ 1:0 აჯობა "პანაიტოლიკოსს". სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრების მეკარემ ოფი-ში ჩემპიონატის პირველი მატჩი გოლგაუშვებლად დაამთავრა. ლორია, ისევე როგორც თბილისის "დინამოში", ბერძნულ კლუბშიც 77 ნომერია.

ლორიას ერთი ძალიან რთული ბურთის აღება მოუწია – 50-ე წუთზე პირისპირ გასულ ფორვარდს არ გაატანინა.

რუსეთში "უფა"-"სპარტაკი" 1:2 დასრულდა, თუმცა ჯანო ანანიძე განაცხადშიც არ ყოფილა. ეს ვერ არის კარგის ნიშანი – თანაც მოსკოველები იგებენ და შესაძლოა, მწვრთნლმა მურატ იაკინმა გამარჯვებული შემადგენლობა მომდევნო მატჩებშიც არ შეცვალოს.

ისე, მატჩის შემდეგ იაკინმა ქართველზეც თქვა: "ჩვენ ჯანოთი და პრომესითაც შეგვიძლია შეტევებში მრავალფეროვნების დამატება".

ყაზანის "რუბინმა" შინ მოუგო მოსკოვის ცსკა-ს და საბა კვირკველიამაც კარგი მატჩი ჩაატარა – შეუცვლელად ითამაშა. მეორე რუბინელი მამუკა კობახიძე კი განაცხადში არ გახლდათ.

ნორვეგიაში "სტორმგოდსეტი" _"სტაბეკი" 2:3 დასრულდა, თუმცა სტაბეკელთა განაცხადში გიორგი გოროზია არ გამოჩენილა. ეს გუნდი ჩემპიონატში მერვე ადგილზეა.

საფრანგეთში "ბასტიამ" მესამე ტურში მოახერხა გამარჯვება, კერძოდ, შინ 1:0 სძლია "ტულუზას". პსჟ-სთან შხვედრისგან განსხვავებით, ლუკა კიკაბიძე 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა. 

0.11681