ფეხბურთი

21:18 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლორიამ შესაძლოა ორი კვირა ვერ ითამაშოს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას ნეკნი აქვს დაჟეჟილი.

ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ ნაკრების პრესატაშემ ოთარ გიორგაძემ აცნობა.

ლორიამ ტრავმა ირლანდიასთან მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქე ფეხბურთელთან შეჯახების დროს მიიღო. იგი საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და სამშაბათს საბერძნეთში გაემგზავრება. წინასწარი მონაცემებით ლორია დაახლოებით ორი კვირა ვერ ითამაშებს.

0.11554