ფეხბურთი

15:09 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლორია ოფი-სთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ბერძნული ოფი-ს ღირსებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიცავს. ამის შესახებ ბერძნული ინტერნეტპორტალი gazzetta.gr-ი იუწყება.

თბილისის “დინამოს” ყოფილი კაპიტნის ოფი-ში გადასვლა გადაწყვეტილია ამბავია. 28 წლის გოლკიპერს ბერძნები 12 აგისტოს წარადგენენ და ახალ კლუბში პირველად ამავე დღეს ივარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის “აქტობესთან” გამოვარდნის შემდეგ, თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთა დიდი ჯგუფი ტრანსფერზე დააყენა და მათ შორის ლორიაც.

 

0.508848