ფეხბურთი

18:50 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლორია ოფი-ს “ატრომიტოსთან” მატჩში დაუბრუნდება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, დაახლოებით 10 დღე ვერ ივარჯიშებს. ამის შესახებ, ბერძნული ინტერნეტპორტალი novasports.gr-ი იუწყება.

ლორია ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო-ირლანდიის მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, მეტოქე ფეხბურთელთან შეჯახების დროს დაშავდა. მას ნეკნი დაეჟეჟა. საბერნეთში დაბრუნებული მეკარე ოფი-ს ექიმებმა გასინჯეს და ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმე საბოლოოდ დაადგინეს.

ლორია საბერნეთის სუპერლიგის მე-3 ტურში “ოლიმპიაკოსთან” სტუმრად გასამართ მატჩს გამოტოვებს და გუნდს მე-4 ტურში, “ატრომიტოსთან” დაპირისპირების დროს დაუბრუნდება.

0.117254