თბილისის “დინამოს” ექიმმა დავით ხარაბაძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ანთალიაში შეკრებაზე დაშავებული ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. პოლონეთის “პოდბესკიძიესთან” სპარინგში გიორგი მერებაშვილი, ოთარ კაკაბაძე და დავით ხურცილავა დაშავდნენ, ხოლო ხორვატულ “ჰაიდუკთან” საკონტროლო მატჩში, ტრავმა გიორგი ლორიამ მიიღო.
დავით ხარაბაძე: “გიორგი ლორიამ მარჯვენა ფეხის კოჭ-წვივის სახსარი ძლიერად დაეჭიმა. ამჟამად, სახეზეა ე.წ. წინა ტიბიალური ტრაქტის სინდრომი. სავარაუდოდ, იგი გუნდთან ერთად ვარჯიშს ერთ კვირაში დაიწყებს.
გიორგი მერებაშვილს ბარძაყის უკანა კუნთი ძლიერად დაეჭიმა. მას სპეციალური სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსი უტარდება. ფეხბურთელმა ორი დღეა სირბილი დაიწყო და გუნდს მალე შეუერთდება. ღაც შეეხება დავით ხურცილავას და ოთარ კაკაბაძეს, ისინი სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს თბილისში გაივლიან”.
ფოტო fcdinamo.ge