ფეხბურთი

21:56 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოპესს ორი კვირა გაუცდება

“მილანის” მეკარე, დიეგო ლოპესი ორი კვირის მანძილზე ვერ შეძლებს თამაშს.

ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც მან გუშინ, “პარმასთან” მოგებულ (5:4) შეხვედრაში, მეოთხე გაშვებული გოლის მომენტში მიიღო – დე შილიომ ლოპესს უკან დაუბრუნა ბურთი, რომლის დამორჩილება ესპანელმა ვერ მოახერხა და ამის მცდელობისას დაშავდა კიდეც.

გამოცდილი მეკარე “იუვენტუსთან”, “ემპოლისთან” და “ჩეზენასთან” შეხვედრებს გამოტოვებს. 

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.117616