ფეხბურთი

16:51 | 18.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონურ-მადრიდული როქი: ფალკაო-ტორესი?

18 თებერვალს ესპანურმა მედიამ კიდევ ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია რადამელ ფალკაოს “ჩელსიში” გადასვლასთან დაკავშირებით. ალბათ, სანამ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარა არ გაიხსნება, ამ თემის გარშემო მუდმივად იტრიალებს ჭორ-მართალი. ბოლო ცნობით, კოლუმბიელი ძალიან ახლოსაა “არისტოკრატებთან” კონტრაქტის ხელმოწერასთან, სამაგიეროდ, ფერნანდო ტორესი თავის მშობლიურ “ატლეტიკოს” დაუბრუნდება. პლუს, ესპანური კლუბი ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს. მთავარი პრობლემა ამ მოლაპარაკებაში ტორესის ძალიან მაღალი ხელფასია. “ელ ნინიო” მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მადრიდში დაბრუნების ყაბულს, თუ მას იმავე ოდენობის ჯამაგირს გადაუხდიან. ესპანელი ჟურნალისტები წერენ, რომ “ჩელსი” მზადაა, ტორესს ერთი ხანი “ატლეტიკოშიც” გადაუხადოს ხელფასის ნაწილი.
მანამადე კი, ცნობილი გახდა, რომ ფალკაო უკვე სტუმრობდა “სტემფორდ ბრიჯს”. მისთვის საგანგებო ექსკურსიაც კი მოუწყვიათ. 27 წლის კოლუმბიელის გაყიდვა “ატლეტიკომ” რთული ფინანსური მდგომარეობის მიზეზით გადაწყვიტა.

0.159648