ფეხბურთი

16:10 | 2.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონსა და ლისაბონში ამსტერდამისთვის იბრძოლებენ

 

უკვე ცნობილია, რომელი გუნდები ითამაშებენ ლონდონში გასამართ ფინალში. დღეს გავიგებთ, შეინარჩუნებს თუ არა ლონდონური გუნდი ერთი კვირის წინათ მოპოვებულ უპირატესობას და თუ კი, ვინ იქნება მისი მეტოქე ამსტერდამულ ფინალში.

პირველ მატჩში, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა, “ჩელსიმ” “ბაზელი” 2:1 დაამარცხა და ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა. “არისტოკრატები” ზედიზედ მე-2 ევროპულ ფინალთან ძალიან ახლოს არიან.

“ჩელსისთან” წაგების შემდეგ, “ბაზელი” შვეიცარიის ჩემპიონატში შერცხვა. მურატ იაკინის შეგირდებმა, საკუთარ კედლებში, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ “ლუცერნთან” 0:3 წააგეს. თუმცა, “ბაზელი” ლიდერობას მაინც ინარჩუნებს.

კარგად მისდის საქმეები “ჩელსის”, რომელმაც პრემიერლიგის ბოლო ტურში მოგებით, მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

დღეს, ლონდონელებს დისკვალიფიცირებული ეშლი კოული არ ეყოლებათ. გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან ორიოლ რომეუ, მარინი და დემბა ბა.

საკადრო პრობელემები აქვს “ბაზელს”, რომელსაც დისკვალიფიცირებული დრაგოვიჩი და ტრავმირებული ვოსერი ვერ დაეხმარებიან.

დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი მე-2 მატჩში. “ბენფიკამ”, თურქეთში, 0:1 კი წააგო, მაგრამ პორტუგალიელები უშანსოდ ნამდვილად არ არიან. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ჟორჟე ჟეზუსის შეგირდები ფავორიტის სტატუსს ინარჩუნებენ. თუმცა, პირველი მატჩის შემდეგ, მათი პოზიციები შერყეულია, რადგან 0:1 სახიფათო ანგარიშია.

თურქეთში გამართული მატჩის შემდეგ, “ბენფიკამ” პორტუგალიის ჩემპიონატში მოიგო და მდევართან 4-ქულიანი უპირატესობით, ლისაბონელები გათამაშებას კვლავ ლიდერობენ.

შიდა ასაპრეზზე იმარჯვა “ფენერბაჰჩემაც”, რომელსაც მე-2 ადგილი თითქმის განაღდებული აქვს.

დისკვალიფიკაციის გამო, მასპინძლებს ჯონი, ხოლო სტუმრებს ვებო და თოფალი არ ეყოლებათ. “ფენერბაჰჩეს” ასევე დააკლდებიან მეირელეში და კეზიმალი, რომლებიც ტრავმირებულნი არიან. ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს ემრეს.

 

ბენფიკა-ფენერბაჰჩე (პირველი მატჩი 0:1)

  • “ბენფიკამ”, ევროპის ლიგაზე ჩატარებული 13 საშინაო თამაშიდან 12 მოიგო;
  • ერთი კვირის წინათ გამართულ შეხვედრაში, “ბენფიკას” 38-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა, რომელიც ყველა ტურნირს მოიცავდა;
  • “ბენფიკას” შემტევს, ედუარდო სალვიოს ევროპის ლიგაზე (2009 წლიდან დღემდე), ყველაზე მეტი, 32 მატჩი აქვს ჩატარებული. მადრიდის “ატლეტიკოსთან” ერთად, მან ეს ტურნირის 2-ჯერ მოიგო;
  • ყველა ტურნირზე, საკუთარ კედლებში, “ბენფიკას” 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “ფენერბაჰჩემ”, ევროტურნირებზე ყველაზე დიდი მარცხი “ბენფიკასთან” იწვნია. 1975 წელს, ჩემპიონთა თასის პირველ ეტაპზე, თურქები ლისაბონში 0:7 განადგურდნენ;
  • “ფენერბაჰჩე” ევროტურნირის ნახევარფინალში პირველად თამაშობს;
  • ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სტუმრად ჩატარებული 6 თამაშიდან “ფენერბაჰჩემ” 4 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში, ალმეიდა, გარაი, ჟარდელი, პერეირა, მატიჩი, პერესი, სალვიო, ლიმა, გაიტანი, კარდოსო.

ფენერბაჰჩე (4-2-3-1): დემირელი, გონული, იობო, კორკმაზი, ციგლერი, შაჰინი, ბარონი, კუიტი, უჯანი, ერქინი, სოუ.

მსაუჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).

 

ჩელსი-ბაზელი (პირველი მატჩი 2:1)

  • ევროპის ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში “ჩელსის” მინიმუმ 2 გოლი გააქვს;
  • ევროტურნირზე, “ჩელსის” “სტემფორდ ბრიჯზე” დამარცხება ბოლოს “მანჩესტერმა” მოახერხა, 2011 წლის აპრილში;
  • “ჩელსის” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა თასის მოგების შემდეგ, მომდევნო სეზონში, უეფას თასს მოიგებს;
  • ევროპის ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში “ბაზელი” მინიმუმ ორ გოლს უშვებს;
  • ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სტუმრად ჩატარებული 6 თამაშიდან “ბაზელმა” ვერცერთი მოიგო;
  • “ბაზელმა”, მიმდინარე გათამაშებაში, გოლების 41.2% თამაშის პირველ 15 წუთში გაიტანა;
  • “ბაზელს”, ინგლისში გამართულ ბოლო 18 მატჩში მოგება არ აქვს;
  • “ბაზელი” ევროტურნირის ნახევარფინალში პირველად თამაშობს;
  • “ბაზელმა”, მიმდინარე სეზონში, ევროტურნირებზე, ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა. შვეიცარიელებმა სეზონი ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს და დღემდე, მათ მონაწილეობა ევროტურნირის 19 შეხვედრაში მიიღეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-3-3): ჩეხი, ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი, ბერტრანდი, ლემპარდი, ლუისი, რამირესი, მოზეზი, ტორესი, აზარი.

ბაზელი (4-3-3): სომერი, დეგანი, შარი, საურო, პარკი, ნენი, დიე, ფ. ფრაი, სალაჰი, შტრელერი, შტოკერი.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

0.340948