ჩოგბურთი

23:12 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონის შემაჯამებელის ჯგუფები გაარკვიეს

 დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში 4-11 ნოემბერს წლის შემაჯამებელი ტურნირი ჩატარდება, დღეს კი შეჯიბრების ორგანიზატორებმა წილისყრა ჩაატარეს და ასპარეზობის 8 მონაწილე ორ,  A და B ჯგუფებში გადაანაწილეს.

A ჯგუფში ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად რაფა ნადალი, დავიდ ფერერი, ტომაშ ბერდიხი და სტანისლას ვავრინკა იბრძოლებენ. საერთო აღიარებით, B ჯგუფი უფრო ძლიერია, რომელშიც ნოვაკ ჯოკოვიჩი, ხუან მარტინ დელ პოტრო, როჯერ ფედერერი და რიშარ გასკე იპაექრებენ.

შეგახსენებთ, 2012 წელს სეზონის შემაჯამებელი ტურნირი ჯოკოვიჩმა მოიგი, მანამდე კი ფედერერი ზედიზედ ორჯერ პირველობას არავის უთმობდა.

ბოლოს კი იმასაც გეტყვით, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 6 მილიონი დოლარია.

0.117973