კალათბურთი

20:32 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლონდარიძე ვარჯიშს შეუდგა

ქვეყნის ჩემპიონისა და თასის მფლობელ “შსს აკადემიას”კაპიტანი, მძიმე ფორვარდი ილია ლონდარიძე (15.09.89, 205სმ) 28 ოქტომბრიდან მსუბუქად ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ განუცხადა.

ლონდარიძე 16 დღე მარჯვენა მუხლის არეში მდებარე წანაზარდს მკურნალობდა. 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში ლონდარიძემ “შსს აკადემია”-“მაკაბის” შეხვედრა გამოტოვა. “ძალოვნები” მე-2 ტურში ისვენებდნენ. მე-3 ტურში “შსს აკადემია” _ “არმიას” შეხვედრაში ლონდარიძის მონაწილეობა სათუოა.

0.113684