ფეხბურთი

17:47 | 5.12.2013 | ნანახია 1349 - ჯერ

ლომაიას მორიგი “სიმბოლური”

ბაქოს “ინტერის” მეკარე გიორგი ლომაია აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პროფლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

განვლილ ტურში, “ინტერმა” სტუმრად “ბაქი” 1:0 დაამარცხა, ხოლო ლომაიამ 89-ე წუთზე მეტოქის ფორვარდის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია. გარდა ამისა, მან შეხვედრის მსვლელობისას “ინტერი” გოლის გაშვებისგან კიდევ რამდენიმეჯერ გადაარჩინა.

აქვე გეტყვით, რომ მიმიდნარე სეზონში ლომაია ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა. პრემიერლიგის მე-13 ტურში, ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და შესაბამისად, “სიმბოლურშიც” შეიყვანეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:53 | 05.12.2013
TheGreatDanton (540)

რობენი წლის ბოლომდე გაიტრავმა
0?'>http://cup.ge/news/bundesliga/bayern/4446--.html':'>http://cup.ge/news/bundesliga/bayern/4446--.html'))


Agencia News-მა ოქროს ბურთს მესი მოიგებსო
0?'>http://cup.ge/news/ligabbva/barcelona/4453-agencia-news-.html':'>http://cup.ge/news/ligabbva/barcelona/4453-agencia-news-.html'))


პლატინის ყვითელი ბარათების შეცვლა დროებითი გაძევებით სურს
0?'>http://cup.ge/news/4455--.html':'>http://cup.ge/news/4455--.html'))

და სხვა საფეხბურთო სიახლეები:
0?'>http://www.cup.ge/index.php':'>http://www.cup.ge/index.php'))

17:51 | 05.12.2013
სავაშა__ (6590)

ეტყობათ აზერებს რა ჩემპიონატიც აქვთ ! )

18:34 | 05.12.2013
vaso8522 (1669)

ეტყობა ჰო, ეტყობა, რომლის წარმომადგენელი უფრო შორს გადის ხოლმე ევროტურნირებზე და ურთიერთშეხვედრებში ვინ ვის უგებს

19:16 | 05.12.2013
სავაშა__ (6590)

მე სულ /ს/ი/რ/ზ/ე მკიდია მათ და ჩვენს ჩემპიონატებს შორის რა განსხვავებაა ) უმაღლესი ლიგა ვახსენე ?! ყურადღება გავამახვილე , მათ ჩემპიონატზე ... ) ისე კი , რასაც ეგენი ფეხბურთში ხარჯავენ იმის ნახევარი ჩვენ რომ დავხარჯოთ , ლეგიონერებსაც აღარ ჩამოვიყვანთ ... მხოლოდ ჩვენი ნიჭიერი ბიჭებით მათზე 10 ჯერ წინ დავდგებით მაქსიმუმ 5 წელში )

0.141934