აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-15 ტურში, კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” სტუმრად “ბაქი” 1:0 დაამარცხა.
გიორგი ლომაიამ “ინტერში” სრულად ითამაშა და 89-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი იგებდა, პენალტი მოიგერია. ალექსანდრე იაშვილი სასტარტოში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. ბაჩანა ცხადაძე თამაშში 62-წ წუთზე ჩაერთო და სერიოზული ტრავმაც მიიღო. მატჩის მერე, ის სასწრაფო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, ქართველ თავდამსხელს ყბა მოტყდა. ლაშა სალუქვაძე “ინტერის” 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ინტერის” რიგებში გოლი 59-ე წუთზე ვაგიფ ჯავადოვმა გაიტანა. “ინტერს” 23 ქულა აქვს და 10 გუნდში მეოთხეა.
აღსანიშნავია, რომ თამაშის შემდეგ, როდესაც კახა ცხადაძე საპრესკონფერენციო დარბაზში შევიდა, იქ მყოფმა ჟურნალისტებმა მასთან საუბარი არ ისურვეს და გარეთ გავიდნენ. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა azerisport.com-ი იუწყება.
იტალიის სერია B-ს მე-16 ტურში, “ემპოლიმ”, სადაც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე გამოდიან, სახლში “ბრეშას” ვერ მოუგო – 2:2.
მატჩის მსვლელობისას “ემპოლი” 1:2 აგებდა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ტავანომ მასპინძლებს ქულა მოუტანა. აქვე გეტყვით, რომ მატჩში ანგარიშიც მან გახსნა. მჭედლიძე მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა, ხოლო შეყილაძე სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. “ემპოლი” 22-გუნდიან სატურნირო ცხრილს 31 ქულით ლიდერობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აი იუთუბიზე ნახე ეგ მომენტი ძმა
აქ რატო არ დაწერეს ამ ბOზEბმა რომ საგოლე პასი გააკეთა
გუშინ უმაგრესი პასი გაუკეთა 95 წუტზე ტავანოს და გოლი გატანინა თან 9 წუთი ითამაშა მარტო
1-2 იყო მთავრდებოდა 94 წუთი იყო მგონიდა ნეტი გამეჭედა რომ ჩავრთე დამტავრებული იყო ანგარიში ვნახე 2-2
გეოგრეცეე მისი მთავარი პრობლემა ტრამვებია თორე უკვე დიდი ხანია უპრობლემოდ ითამაშებდა ძმა სერია A ში წარმოიდგინე რაც იტალიაშია გადამბულად არ ქონდა წლევანდელ სეზონამდე ძმა ნავარჯიშები 3 თვე სულ თრამვები ტანჯავდა
ხო ვიცი რომ ძალიან ტრამვიანი ბრატ და რტულია რათქმაუნდა ფორმის აკრეფა როცა მუდმივად ტრამვა გაწუხებს მაგრამ მე იმ დროინდელ მჭედლოზე ვიზახი პალერმოსი რომ ყომარობდა მაშინ მისი იმედი მქონდა მართლა რა მეგონა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა ტუმცა შეცდომა დაუშვა ბრატ დას ჩემზე კარგად შენ გეცოდინება ტუ რა შეცდომას ვგულისხმობ
ეს რა თამაში იყო ნამდვილი დერბი ამას ერქვა უბრალოდ უყურეთ ფენერბახჩე ბეშიქთაშს საოცრება ხდებოდა სტადიონზე, ბურთი სუ საჯარიმოში იყო ცენტრში არ ჩერდებოდა საღოლ თურქებო..........რა გოლი არ ჩაუთვალა ფენეხბახჩეს და ორი 100%პენალი არ დაუდო ფენეხბახჩეს.
არა მჭედლოს ზედმეტი წონა არ აქვს პარასკევს ვუყურე მჭედლიძის თამაშს წონის პრობლემა ნამდვილად არ აქვს არც ბრძოლისუნარიანობა არ აკლია მაგრამა რაღაც აკლია რა ვუყურებდი მის თამაშს და რაღაცა ჭირდება აი ზუსტად არ ვიცი რა მაგრამ ისე ვერ არის როგორი იყო პალერმოში და საერთოდ პალერმოში როცა თამაშობდა ცოტა თავში აუვარდა გასაკუთრებით იუვესთან გატანილი გოლის შემდეგ და ძირითადში თამაში მნოიტხოვა არადა დიდ იმედებს ამყარებდნენ პალერმოს ხელმძღვანელობა მჭედლოზე
შენი ტელევიზორი შემთხვევით დიდად ხომ არ აჩვენებს ძმა ლევანის გრამი ზედმეტი ცხიმიცკიარ აქვს კარგად დაკვირდი ფეხბურთელს და მერე წერე შეფასებები
ისე ხიზანიშვილისი არ იყოს ეს მჭედლიძეც კაი ღიპუცაა