ფეხბურთი

19:51 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლომაიამ, სალუქვაძემ და ცხადაძემ “ინტერთან” კონტრაქტები გაახანგრძლივეს

სამმა ქართველმა ლეგიონერმა აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბ ბაქოს “ინტერთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალი ru.apasport.az-ი იუწყება.

მეკარე გიორგი ლომაიამ, მცველმა ლაშა სალუქვაძემ და ბაჩანა ცხადაძემ “ინტერთან” კონტრაქტი თითო წლით გააფორმეს. მიმდინარე სეზონში 34 წლის ლომაიამ 9 მატჩი ჩაატარა. 32 წლის სალუქვაძემ 26-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ცხადაძემ 29 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.

“ინტერმა” აზერბაიჯანის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ვერცხლის მედლები მოიპოვა.

0.136445