ფეხბურთი

15:01 | 15.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლომაია დასაჯეს

აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემა აპასპორტ.აზ-ის ინფორმაციით, ბაქოს “ინტერის” მეკარე გიორგი ლომაია დასაჯეს და ბოლო ტურებში სასტარტო შემადგენლობაში ამიტომ ვერ ხვდება.

“ინტერის” ძირითადი მეკარის, გიორგი ლომაიას თადარიგში ყოფნის მიზეზი გაირკვა. ბოლო მატჩებში ცუდი გამოსვლის გამო, ქართველმა მეკარემ სასტარტოში თავისი ადგილი თანამემამულე რევაზ თევდორაძეს დაუთმო. უფრო სწორედ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა თასის 1/4-ფინალში შეცდომები დაუშვა, რომლებმაც გუნდს 1/2-ფინალში გასვლის შანსი დაუკარგა. სტადიონ “შაფაზე” “ბაქისთან” მატჩის დროს, მან ალექსანდრე შოლიჩსა და შახრიარ ალიევს ვერ შეუშალა ხელი გოლების გატანაში, რომლებიც ევროპაში კვირის ტოპ-ათეულში მოხვდნენ. ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ, რომ გუნდი 1/2-ფინალში ვერ გავიდა, ლომაია მიიჩნიეს. ამიტომ, პლეი ოფში “გაბალასთან” და ბოლო ორ ტურში, კახაბერ ცხადაძემ შანსი თევდორაძეს მისცა. თუმცა, სჩანს, 25 წლის მეკარემაც “ყარაბაღთან” მატჩში (2:3) მოლოდინი ვერ გაამართლა”, – იუწყება აპასპორტ.აზ-ი.

 

 

 

0.12775