რაგბი

21:29 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივს” ლიდერობისთვის ტაიმი ეყო

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების მე-16 ტურის პირველ სათამაშო დღეს, ფავორიტებმა აუტსაიდერებთან დიდი სხვაობებით იმარჯვეს და დაგეგმილი 5-5 ქულა ჩაიწერეს.

“ლოკომოტივმა” “ავჭალაზე” რუსთავის “ხარებს” უმასპინძლა, პირველ ტაიმში თავის თავს არ გავდა და 14:17 ჩამორჩა, მაგრამ მეორე ნახევარში ოდნავ მოუმატა და ძალების ზედმეტი დაძაბვის გარეშე 33:17 იმარჯვა. თბილისელებმა ერთი ლელო გაუშვეს, თავად ხუთი გაიტანეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს, რის შემდეგაც, მინიმუმ ერთი დღით, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.

შეხვედრა მოულოდნელად რუსთაველთა იერიშებით დაიწყო და მალევე ვაჟა ხუციშვილს ჯარიმიდან ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ კარის გასწვრივ 38 მეტრიდან ბურთი ვერ აწია. განახლდა მატჩი და “ხარების” ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე გიორგი ბებიაშვილმა ხაზი გაჭრა, 22-ში მისი შეჩერება მოხერხდა, მაგრამ ფლანგზე სტუმრებმა მეტობა გამოიყენეს და მარცხენა ალამთან ლელო თირნიკე თეგეთაშვილმა გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

თუნდაც უხასიათოდ მოთამაშე “ლოკომოტივმა” პასუხი მალევე გასცა. რამდენიმე მიძალების შემდეგ, ახლა მათ გამოიყენეს მეტობა მარჯვენა ფლანგზე და სანდრო ქავთარაძემ წონასწორობა აღადგინა, ხოლო ბექა წიკლაურმა გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა. თბილისელები მე-10 წუთზე დაწინაურდნენ და შვიდ წუთში უპირატესობა გაზარდეს. მათ ამჯერადაც ჩვეულ სტილში, მოკლე დარტყმებით უტიეს, კარის წინ ბურთი დავით გასვიანმა მიიღო და ის ვეღარავინ შეაჩერა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა - 14:5.

სიტუაციის ამგვარმა შემობრუნებამ “ლოკომოტივი” კვლავ მოადუნა და ხუციშვილმა ორი ჯარიმით 25-ე წუთისთვის სხვაობა შეამცირა. “ხარები” კვლავ დაეუფლა ინიციატივას და კარგი შეტევის შემდეგ ხუციშვილი ჩათვლი მოედანშიც შევიდა, მაგრამ ბურთის დამიწება რეფერიმ ვერ დააფიქსირა. შერკინებაში გივი ბერიშვილი და გიორგი მჭედლიშვილი წაკინკლავდნენ და მსაჯმა ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა. მალე თბილისელებს კონტრშეტევაზე ლელოს გატანა შეეძლოთ, მაგრამ მოიერიშემ მარტივ სიტუაციაში ბურთი ვერ შეიმაგრა, საპასუხო კონტრშეტევისას კი, რუსთაველებმა ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს და ხუციშვილმა წონასწორობა აღადგინა. ზედ შესვენების წინ “ლოკომოტივმა” უპირატესობის ჯარიმით დაბრუნებაზე უარი თქვა და სალელოვედ მიეძალა, მაგრამ “ხარებმა” თავი დაიცვე, მერე კვლავ ბებიაშვილი გაიქცა, გიორგი ბიწაძემ ის კისერში შებოჭა და თავად ყვითელი ბარათი იხილა, ხოლო ხუციშვილმა საკუთარ გუნდს ტაიმი 17:14 მოაგებინა.

მეორე ტაიმში “ლოკომოტივმა” სულ ოდნავ მოუმატა და ის პერიოდიც კი, რაც კაცნაკლული თამაშობდა, მეტოქის ნახევარზე გაატარა. 50-ე წუთზე რკინიგზელთა მასირებული შეტევა მარჯვება ალამთან ლელოთი გიორგი ტალახაძემ დაასრულა და ეს გარდასახვა წიკლაურს გაუცუდდა, თუმცა, შემდეგი ორი დარტყმა ზუსტად შეასრულა. მეოთხე ლელო 59-ე წუთზე გავიდა და მან რუსთაველი გუშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია. ისე ჩანდა, რომ წიკლაურის ჯარიმიდან დარტყმულმა ბურთმა პირითი ხაზი გადაკვეთა, მაგრამ გვერდითმამსაჯმა აუტი დანიშნა, რასაც მოლი და გივი ბერიშვილის ლელო მოყვა. ამან “ხარები” საბოლოოდ გატეხა და მეხუთე ლელო ლევან ზარიძემ გაიტანა, რის შემდეგაც “ლოკომოტივმა” 33:17 იმარჯვა და ხვალინდელ მატჩებამდე პირველ ადგილზე აღზევდა.

ბათუმში პრემიალური ქულით იმარჯვა ბოლნისის “ყოჩებმა”. ეს ამ გუნდისთვის ზედიზედ მოპოვებული მეშვიდე გამარჯვებაა და ბოლნისელები მინიმუმ ხვალამდე სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდნენ. “ყოჩებმა” ჯამში ექვსი ლელო გაიტანა და 67-ე წუთისთვის 41:3 დაწინაურდა. ამის შემდეგ ბათუმელებმა ორი საპასუხო ლელო გაიტანეს, მაგრამ ამით საერთო სურათი არ შეცვლილა.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

XVI ტური

5 აპრილი

თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 33:17 (14:17)

ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ჩიტიძე, 13. ქავთარაძე (ჟამუტაშვილი 75), 12. კავთიძე, 11. ბიწაძე, 10. ჭინჭარაული, 9 ზაბახიძე (კლიმიაშვილი 73); 1. გასვიანი (ზარიძე 52), 2. გენებაშვილი, 3. მაღალდაძე (ბალიაშვილი 56), 4. ხულუაშვილი (ბოსტაშვილი 47), 5. ტალახაძე (ახვლედიანი 75), 6. ბერიშვილი, 7. ფოფხაძე, 8. გეგია.

5 ლელო: ქავთარაძე, გასვიანი, ტალახაძე, ბერიშვილი, ზარიძე

4 გარდასახვა: წიკლაური

2 სინბინი: ბერიშვილი, ბიწაძე

ხარები: 15. შუბითიძე, 14 თეგეთაშვილი, 13. მელიქიშვილი, 12. ბ. ბებიაშვილი (თედელური 69), 11 გ. ბებიაშვილი (მურადაშვილი 73), 10. ბასილაია, 9. ხუციშვილი (ბუჯიაშვილი 69); 1. ზურიკიშვილი, 2. ქვლივიძე, 3. წიკლაური (მაღრაძე 76), 4. ქარუხნიშვილი, 5. მჭედლიშვილი (ივანიშვილი 75), 6. ღამბარაშვილი, 7. ტყეშელაშვილი, 8. ხელია (გოგოლაძე 64).

1 ლელო: თეგეთაშვილი

4 ჯარიმა: ხუციშვილი

1 გარდასახვა: მჭედლიშვილი

 

ბათუმი. ანგისა. 100 მაყურებელი

ბათუმი (ბათუმი) - ყოჩები (ბოლნისი) 17:41 (3:29)

ბათუმი: 15. სვინტრაძე, 14. რუქი, 13. ნინიძე, 12. ხონელიძე, 11. ბ. ევგენიძე, 10. ოდიშარია, 9. შამულო; 1. ხოჭოლავა (კელენჯერიძე 45), 2. გიგაშვილი, 3. ბერიძე (აბესლამიძე 73), 4. ნიუვენჰეიზენი (ა. დავითაძე 61), 5. ჰოუვსი, 6. ცირეკიძე, 7. ალიქაძე (კორტავა 57), 8. გუგუშვილი.

2 ლელო: ევგენიძე, გუგუშვილი

2 გარდასახვა: ოდიშარია

1 ჯარიმა: ოდიშარია

1 სინბინი: ჰოუვსი

ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. გეგენავა (კ. მახარაშვილი 72), 13. აბდუშელიშვილი (გარუჩავა 52), , 12. კვარაცხელია, 11. გოგოლაშვილი (ბაკურაძე 61), 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 56), 2. ხიდეშელი, 3. ხოსიტაშვილი (შენგელია 42), 4. გრძელიშვილი (მაისურაძე 74), 5. ურუშაძე, 6. გუგეშაშვილი (ხვისტანი 52), 7. ტყეშელიაძე (ხოსიტაშვილი 64-73), 8. ჩხიკვაძე (ტვილდიანი 56).

6 ლელო: შ. მახარაშვილი (2), ჩხიკვაძე, გეგენავა, ხიდეშელი (2)

4 გარდასახვა: სოხაძე

1 ჯარიმა: სოხაძე

1 სინბინი: შენგელია

 

1                 ლოკომოტივი               16            12           0          4               367-280             53
2 არმია 15 10 1 4 410-235 51
3 ყოჩები 16 11 1 4 356-275 51
4 ლელო 15 10 0 5 400-193 50
5 აია 15 10 0 5 323-205 47
6 ჯიქები 17 8 2 7 302-257 43
7 არმაზი 15 8 0 7 255-308 35
8 ხარები 17 4 0 13 214-404 19
9 ბათუმი 16 3 0 13 241-520 15
10 აკადემია 16 1 0 15 184-375 12

 

6 აპრილი

ქუთაისი. “დინამო”. 14:30 საათი

აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი

არმაზი (თბილისი) - ლელო (თბილისი)

0.125025