რაგბი

21:28 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" ძალით აჯობა

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნით ტურში, უმაღლესი ლიგის ათი უგუნდიდან უქულოდ არავინ დარჩა. ისევე, როგორც პირველ სათამაშო დღეს, დამარცხებულმა გუნდებმა პრემიალური ქულები მეორე დღესაც ჩაიწერეს.

პირველი დღისგან განსხვავებით, 1 დეკემბერს რუსთავში მზიანი დარი იყო და არც ქარი ქროდა, მაგრამ რუსთავის ახალ სტადიონზე ბოლნისის “ყოჩებისა” და თბილისის “ლოკომოტივის” მატჩის სანახავად მხოლოდ 200-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა. აღსანიშნავია, რომ ეს თამაში ბოლნისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ამინდის პროგნოზმა კვირას წვიმა რომ დააანონსა, თამაშის რუსთავში ჩატარება გადაწყდა, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა.

მატჩის საწყის წუთებში ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ სანაკრებო პაუზის გამო ერთი თვე არ უთამაშიათ, ხშირი იყო ტექნიკური წუნი და შეუთანხმებლობა, ამასთან, მორაგბეები კონცენტრაციას კარგავდნენ და ცოტა არ იყოს უყურადღებოდ თამაშობდნენ. პირველივე წუთებიდან უპირატესობა “ლოკომოტივის” მხარეს იყო, რომელიც მეტოქეს შერკინებაში და ძალაში ჯაბნიდა, “ყოჩები” უფრო გაშლილ თამაშს ცდილობდა, მაგრამ შეცდომების სიმრავლე მათ იერიშების სათანადოდ დაგვირგვინების საშუალებას არ აძლევდა.

თბილისელებმა მალევე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს, მაგრამ ბექა წიკლაურის დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. მე-10 წუთზე “ყოჩებმა” მეტოქის დერეფანი მოიგო და თემურ სოხაძემ სცადა არეკნის გატანა, მაგრამ 35 მეტრიდან ააცილა. ამას ბოლნისელთა კიდევ ერთი კარგი იერიში მოყვა, ლევან გოგოლაშვილმა ხაზი გაჭრა და მარცხნივ თანაგუნდელი მოძებნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბურთი ვერ შეიმაგრა. მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა “ლოკომოტივის” მხარეს იყოს, 27-ე წუთზე ანგარიში “ყოჩებმა” გახსნა - სოხაძემ კარის გასწვრივ 42 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა.

“ლოკომოტივმა” ხუთ წუთში უპასუხა. 22-მეტრა დერეფნიდან მიძალების შემდეგ, მათ თამაში გაშალეს, სწრაფი გადაცემებით დაცვის ხაზი მოარღვიეს და ლევან თხელიძემ ახლოდან ხაზი გაჭრა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვა გამოიყენა. ორ წუთში სოხაძემ ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მერე მორაგბეები რომ წაკინკლავდნენ რეფერიმ ორივე გუნდის მორაგბე გაასინბინა, ტაიმის ბოლოს კი, წიკლაურმა გასატანი ჯარიმა 3 ქულად აქცია და ტაიმი “ლოკომოტივმა” 10:6 მოიგო.

მეორე ტაიმი “ყოჩებმა” მძლავრად დაიწყო და შედეგი მალევე მიიღო. მათ მეტოქე მოლში დაჩაგრეს, მერე ფლანგი ორჯერ შეცვალეს, მარჯვება ფლანგზე გიორგი ტყეშელიაძეს ფეხში ხელი გამოკრეს, მან კი დარჩენილი 5-6 მეტრი ოთხით მაინც დაფარა, მაგრამ უკვე ჩათვლის მოედანში შესულს ბურთი წინ დაუვარდა. სამაგიეროდ, ჯარიმის უპირატესობით სოხაძემ ისარგებლა და სხვაობა ისევ მინიმუმამდე დაიყვანა.

ბოლნისელთა მორიგ მოლს და იერიშის ფლანგზე გაშლას კიდევ ერთი სალელოვე შანსი მოყვა. შავლეგ მახარაშვილისა და გოგოლაშვილის გარღვევის შემდეგ, ფეხით შეგორებული ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში შევიდა, მაგრამ მცველმა მოიერიშეებს დამიწება არ დააცალა და ის ფეხით კიდით ხაზს იქით მოიგერია. “ყოჩებს” ჯარიმის უპირატესობა ჰქონდათ, ამჯერად მათ ბურთი აუტში გაიტანეს, პირველი მიძალება “ლოკომოტივმა” ხაზზე შეაჩერა, მერე ბოლნისელებმა თავისუფალი გაათამაშეს და ტყეშელიაძემ ლელოს ხაზს უწია, ხოლო სოხაძემ გარდასახვა გამოიყენა და “ყოჩები” 54-ე წუთზე 16:10 დაწინაურდა.

მომდევნო ოთხ წუთში ორი ჯარიმა გავიდა. ორივე შემთხვევაში ცენტრიდან თამაშის განახლების შემდეგ, მიმღებმა ბურთი ვერ შეიმაგრა, რასაც ჯარიმები მოყვა და ანგარიში 19:13 გახდა. კიდევ ორ წუთში “ყოჩები” კვლავ მსგავს სიტუაციაში დაჯარიმდა, მაგრამ წიკლაურმა გასარტყმელი პოზიციიდან ააცილა. სამაგიეროდ, მოედანზე დავით გასვიანი რომ გამოჩნდა, “ლოკომოტივმა” შერკინებასა და მოლში უპირატესობა დაიბრუნა. თბილისელებმა მეტოქის მოლი წალეკეს და ისინი მხოლოდ ხაზზე, ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს. დერეფანს და მორიგ მოლს კიდევ დაჯარიმება მოყვა და გიორგი წიკლაური ყვითელი ბარათით დაისაჯა.

მოლით მიზნის მიღწევის მესამე მცდელობა ისევ ხაზზე შეჩერდა და ამჯერად “ლოკომოტივს” ბურთი წინ დაუვარდა, მაგრამ მათ მეტოქეს 5-მეტრა შერკინება წამოუშალეს და ალეკო ზაბახიძემ ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა “ლოკომოტივი” დააწინაურა. ბოლნისელებს მალევე შეეძლოთ უპირატესობის დაბრუნება, თუმცა სოხაძეს ჯარიმა გაუცუდდა. მერე წიკლაურმა დაარტყა 42 მეტრიდან და ბურთი ძელს გაარტყა, რასაც არეული თამაში მოყვა. ბოლო სიტყვის თქმა “ყოჩებს” შეეძლოთ. მათ ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 40 მეტრში შერკინების შემდეგ მოკლე დარტყმებით უტიეს, 15-იოდე მეტრით წინ წაიწიეს და სოხაძემ არეკნის გატანა სცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და მისი გუნდი მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა, ხოლო “ლოკომოტივმა” 20:19 მოგებით 4 ქულა ჩაიწერა და მეორე პოზიცია დაიბრუნა.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. IX ტური

1 დეკემბერი

ბათუმი. ანგისა. 300 მაყურებელი

ბათუმი (ბათუმი) - ჯიქები (თბილისი) 17:22 (7:12)

ბათუმი: 15. გ. კალანდაძე (აშვეთია), 14. სვინტრაძე, 13. გოგიტიძე, 12. ხონელიძე (ნინიძე), 11. ბ. ევგენიძე, 10. ოდიშარია, 9. შამულო; 1. სულაბერიძე (ხოჭოლავა), 2. აბესლამიძე, 3. მოქია (კაიკაციშვილი), 4. თებიძე (კელენჯერიძე), 5. ბერიძე, 6. კორტავა, 7. ალიქაძე, 8. გუგუშვილი.

2 ლელო: სვინტრაძე, ოდიშარია

2 გარდასახვა: ოდიშარია

1 ჯარიმა: ოდიშარია

2 სინბინი: აბესლამიძე (32), გოგიტიძე (49)

ჯიქები: 15. კიკნაძე, 14. ბიწაძე (შარმაზანაშვილი), 13. ბერძული, 12. ჯინჯიხაძე, 11. ჯიმუხაძე, 10. გიორგაძე, 9. ბადირაძე; 1. ჯინჭარაძე (ხატიაშვილი), 2. მამრიკიშვილი (პაპავაძე), 3. ოქრიაშვილი, 4. კუპრეიშვილი (ტრაპაიძე), 5. მჭედლიშვილი, 6. მოგელაშვილი (ოქრომელიძე), 7. ტუჩაშვილი, 8. შენგელია.

3 ლელო: მოგელაშვილი, კიკნაძე, ჯიმუხაძე

2 გარდასახვა: გიორგაძე

1 ჯარიმა: გიორგაძე

2 სინბინი: ოქრომელიძე (73), გიორგაძე (75)

 

რუსთავი. ახალი. 200 მაყურებელი

ყოჩები (ბოლნისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 19:20 (6:10)

ყოჩები: 15. მახარაშვილი, 14. გოგოლაშვილი, 13. ხუციშვილი (გაბუნია 75), 12. ქუშაშვილი, 11. ხარშილაძე, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 80), 2. ხიდეშელი (ცუცქირიძე 39), 3. შენგელია, 4. გ. წიკლაური (ტვილდიანი 80+2), 5. გრძელიშვილი, 6. აფციაური, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე (მალაღურაძე 41).

1 ლელო: ტყეშელიაძე

1 გარდასახვა: სოხაძე

4 ჯარიმა: სოხაძე

2 სინბინი: გრძელიშვილი (38), გ. წიკლაური (72)

ლოკომოტივი: 15. ბ. წიკლაური, 14. ბიწაძე, 13. ქავთარაძე (ჩიტიძე 53), 12. კავთიძე, 11. შიოშვილი, 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. ელოშვილი (გასვიანი 65), 2. გენებაშვილი, 3. ზარიძე, 4. გეგია, 5. ხულუაშვილი, 6. ახვლედიანი, 7. ბერიშვილი, 8. თხელიძე.

2 ლელო: თხელიძე, ზაბახიძე

2 გარდასახვა: ბ. წიკლაური

2 ჯარიმა: ბ. წიკლაური

1 სინბინი: გენებაშვილი (38)

 

  1. ლელო                     9      7      0      2      220-109        33
  2. ლოკომოტივი       9      7      0      2      207-150        32
  3. აია                            9      7      0      2      192-118        32
  4. არმაზი                    9      6      0      3      173-175        26
  5. არმია                       9      5      1      3      225-161        26
  6. ჯიქები                    9      4      2      3      202-146        24
  7. ყოჩები                    9      4      1      4      215-190        22
  8. ხარები                    9      1      0      8      113-223         7
  9. აკადემია                 9      1      0      8      99-226           7
  10. ბათუმი                   9      1      0      8      135-283         6

 

მომდევნო ტური. 7-8 დეკემბერი

ყოჩები - ლელო, აკადემია - არმია, ხარები - აია, ბათუმი - არმაზი, ლოკომოტივი - ჯიქები

0.163193