ესპანურ შეკრებაზე მყოფი თბილისის "ლოკომოტივი" დღეს მესამე ტესტ-მატჩს ჩაატარებს. თბილისის დროით 18:30 საათზე ლა მანგაში დაიწყება შეხვედრა ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან", რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატის გასულ სეზონში მეშვიდე ადგილი დაიკავა.
"ბარსელონას" 19-წლამდელებთან 1:0 მოგების შემდეგ, გუშინ თბილისელებმა პოლონურ "პიასტთან" არაოპტიმალური შემადგენლობით ითამაშეს და 0:3 წააგეს. დღეს კი ვასილ მაისურაძე ოპტიმალურ თერთმეტეულს დააყენებს.
აქვე, სასტარტო შემადგენლობაც: მიქავა, მთივლიშვილი, ჭანტურია, სანდოხაძე, უბილავა, დუმბაძე, სულთანიშვილი, გოროზია, ზარანდია, კიკაბიძე, ჯიქია.