30 სექტემბერს სს "საქართველოს რკინიგზა"-სა და სარაგბო კლუბ "ლოკომოტივი 2008"-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულება ძალაში 1 ოქტომბრიდან შევა. კომპანიამ კლუბის დაფინანსების ვალდებულება აიღო.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს სარაგბო კლუბ "ლოკომოტივი 2008"-ის დამფუძნებელმა, თემურ ბენდიაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე: "სს "საქართველოს რკინიგზა" და სარაგბო კლუბი "ლოკომოტივი" აგრძელებს კარგ, ისტორიულ ტრადიციას – თანამშრომლობას. გასული წელი ნაყოფიერი იყო, საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდა გუნდი.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გიორგი ნიჟარაძის განცხადებით, შარშან სს "საქართველოს რკინგზამ" შესანიშნავი პრეცენდენტი შექმნა და ხელი მოეწერა სპონსორობის ხელშეკრულებას, რამაც საფუძველი ჩაუყარა ახალი გუნდის მშენებლობას. "ვთვლი, რომ “ლოკომოტივმა” ამ თანამშრომლობის შედეგად შარშანდელი მატჩების დროს ძალიან კარგად ითამაშა. ვფიქრობ, წლევანდელ სეზონში გუნდი კიდევ უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებს და ჩემპიონებიც გახდებიან", - აღნიშნა ნიჟარაძემ.
www.railway.ge