ფეხბურთი

16:59 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივი”: ცეცაძე მაისურაძემ შეცვალა

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარ მწვრთნელად ვასილ მაისურაძე იმუშავებს. გია ცეცაძესა და კლუბს შორის თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა. ცეცაძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნა, რომ მადლობას უხდის კლუბის ხელმძღვანელობას და წარმატებას უსურვებს.

მაისურაძე, გეცოდინებათ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავკაცია და ბუნებრივია, ამ პოსტზე რჩება კიდეც. 19-წლამდელებს ხომ გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი ელით. საუბარია 1995 წელს დაბადებულებსა და უმცროსებზე. “ლოკომოტივშიც” ზუსტად ამ ასაკის ფეხბურთელები არიან – მათ შორის, მაისურაძის ნაკრების წევრებიც.

შეხსენებისთვის, “ლოკომოტივის” ის ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო 6 თვე ქუთაისის “ტორპედოში” იყვნენ, ყოფილ გუნდში დაბრუნდნენ.     

0.116366