უჩა ლობჟანიძემ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციით ეროვნულ ნაკრებს ტრავმის მიზეზით გამოაკლდა, დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” ითამაშა.
ლობჟანიძე საქართველოს ნაკრებში ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში სათამაშოდ გამოიძახეს, მაგრამ ასტანაში ვერ ჩავიდა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით ტრავმირებული იყო.
13 აგვისტოს, “დნიპრომ” ამხანაგურ მატჩში ზაპოროჟიეს “მეტალურგი” 7:2 დაამარცხა და სასტარტო შემაგდენლობაში მყოფი ქართველი მცველი მე-60 წუთზე შეცვალეს.
სხვათა შორის, სეზონის წინ ლობჟანიძის გუნდში დარჩენა სათუო იყო, მაგრამ ის დღემდე “დნიპროში” ირიცხება. თუმცა, ჯერ დნეპროპეტროვსკელთა რიგებში ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია.