ფეხბურთი

21:11 | 20.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძეც კვიპროსზე - “ომონიაში”

უჩა ლობჟანიძე კვიპროსის “ომონიაში” გადავიდა, იმ გუნდში, სადაც უკვე ჩაირიცხნენ შოთა გრიგალაშვილი და ლევან კაკუბავა. ლობჟანიძე ბოლოს “დნიპროში” გახლდათ, თუმცა თამაში არ უწევდა. სეზონის ბოლოს კი, უჩა თავისუფალი აგენტი გახდა.

კვიპროსული წყაროების ცნობით, ლობჟანიძესთან ყველაფერი მიღწეულია, სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტზე ხელმოწერაღა დარჩა.

ამ ბოლო ორ კვირაში კვიპროსზე ქართველი ფეხბურთელების გადინებაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124164