ფეხბურთი

17:06 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიხტენშტაინის მწვრთნელი: “საქართველოს ნაკრები დაახლოებით მოლდოვის დონისაა და ამდენად, კარგი მოსამზადებელი მატჩია”

ლიხტენშტაინის ნაკრების მწვრთნელმა რენე პაურიხმა განაცხადა, რომ საქართველოსთან 5 მარტის ამხანაგური მატჩი სასარგებლო იქნება მომზადების კუთხით და მისი ნაკრები 100 პროცენტით უნდა დაიხარჯოს, რათა მისაღებ შედეგს მიაღწიოს.

“90 და 95 პროცენტით დახარჯვა არ კმარა. 100 პროცენტია საჭირო, რათა საქართველოსთან გოლი არ გავუშვათ და კარგი შედეგი ვაჩვენოთ. საქართველოს ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს და მთლიანობაში კარგი კოლექტივია. ვიდეოთი რაც ვნახე, ინდივიდუალურად ძლიერი ახალგაზრდები არიან. სასარგებლო მატჩი იქნება თუნდაც მოლდოვის ნაკრებთან მომზადების კუთხით, რადგან მოლდოვა და საქართველო დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდები არიან”.

რენე პაურიხმა მოლდოვა იმიტომ აღნიშნა, რომ მის ნაკრებს შესარჩევ ჯგუფში მეხუთე კალათიდან სწორედ ეს გუნდი შეხვდა. საქართველოს ნაკრებს კი შესარჩევში ერთი მეტოქე ჰყავს, რომელიც დაახლოებით ლიხტენშტაინის დონისაა – გიბრალტარი. 

0.119424