ფეხბურთი

18:06 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივორნომ” ნიკოლა გაათავისუფლა

13 იანვარს სერია A-ს 2 მწვრთნელი დარჩა უმუშევარი. მასიმილიანო ალეგრის შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან “ლივორნოს” დამრიგებელი დავიდე ნიკოლა გაათავისუფლეს.

მე-19 ტურში “ლივორნომ” “პარმას” უმასპინძლა და 0:3 წააგო. ეს გუნდისთვის ზედიზედ მე-4 მარცხი იყო, რის გამოც, ტოსკანელები “კატანიასთან” ბოლო ადგილს იყოფენ.

დავიდე ნიკოლა “ლივორნოს” 2012 წლიდან თავკაცობდა. პირველივე სეზონში მან გუნდს სერია A-ს საგზური მოუპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.093432