ფეხბურთი

18:40 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივორნო” დი კარლოს ჩააბარეს

იტალიური “ლივორნოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი 49 წლის სპეციალისტი დომენიკო დი კარლო გახდა.

“ლივორნო” უმწვრთნელოდ დაახლოებით ერთი კვირის წინათ დარჩა, როდესაც ტოსკანელებმა დავიდე ნიკოლა გაათავისუფლეს. მას შემდეგ, გუნდს ატილიო პეროტი წვრთნიდა.

დომენიკო დი კარლოს, სხვადასხვა დროს, “მანტოვაში”, “პარმაში”, “კიევოსა” და “სამპდორიაში” უმუშავია. ის 2012 წლის შემდეგ უმუშევარი იყო.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.601355