ინგლისური “ლივეპრულის” თავდამსხმელმა, დანიელ სტარიჯმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
23 წლის ფეხბურთელი მიმდინარე თვის მაისიდან მოყოლებული უქმობს. 28 მაისს, ინგლისისა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:1), მან საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ 33-ე წუთზე, მოედანი ტრავმირებულმა დატოვა.
“ლივერპულის” ოფიციალური თწიტტერ-ის ცნობით, სტარიჯი მწყობრშია და ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადება.
დანიელ სტარიჯი “ლივერპულში” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. მერსისაიდელთა შემადგენლობაში, პრემიერლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში მან 10 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.