"ლივერპული" მზადაა "ნიუკასლის" ნახევარმცველ ბენ არფაში 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. როგორც ცნობილია, ფრანგი ფეხბურთელი "კაჭკაჭების" მთავარი მწვრთნელის ალან პარდიუს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და კლუბმა მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა. ეს ფაქტი "ლივერპულს" ტრანსფერს უფრო გაუადვილებს.
"ნიუკასლმა" ბენ არფა 2010 წელს "მარსელიდან" 6 მილიონ ევროდ შეიძინა. "მერსისაიდელები" კი ახლა მეტ თანხას სთავაზობენ და შეიძლება "ნიუკასლი" ტრანსფერს დათანხმდეს.
შეგახსენებთ, რომ ბენ არფამ ბოლოს "სტოკის" წინააღმდეგ 12 აპრილს ითამაშა და მოედანზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა. 27 წლის ფეხბურთელმა ოთხი სეზონის განმავლობაში "ნიუკასლის" მაისურით 14 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე