“ბარსელონას” უნივერსალი განაპირა მცველი ადრიანო კორეა ინგლისური “ლივერპულის” ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას Metro ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელებს ადრიანო დაცვის მარცხენა ფლანგზე სათამაშოდ სჭირდებათ. ამის მიზეზი ისაა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ალი სისოკო “ვალენსიაში” ბრუნდება.
ადრიანო კორეია “ბარსელონაში” 2010 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში, მან 28 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 29 წლის ბრაზილიელის სატრანსფერო ფასად 6 მილიონი ფუნტი სახელდება.