“ლივერპულის” მფლობელმა ჯონ ჰენრიმ ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში გუნდის ურუგვაელი ფორვარდის, ლუის სუარესის ლონდონის “არსენალში” გადასვლის შანსი გამორიცხა.
“ჩვენ არ ვაპირებთ მის გაყიდვას. ნებისმიერი ტოპ-კლუბისთვის მიუღებელია საუკეთესო ფეხბურთელების კონკურენტ გუნდებში გაშვება და მით უმეტეს, “ლივერპულისთვის”, რომელიც ევროთასებს მიღმა დარჩა. სუარესი “არსენალს” რომ დავუთმოთ, სასაცილო იქნება. გამორიცხულია!” – განაცხადა ჯონ ჰენრიმ.