ინგლისის “ლივერპულის” ხელმძღვანელობა იანვრის სატრანსფერო პერიოდში ახალგაზრდა მცველ მარტინ მონტოიას შეძენას ეცდება, რომელსაც კატალონიურ “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
22 წლის ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა, კატალონიელებთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი გამოთქვეს, მაგრამ მხარეები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში მონტოიას პოზიციაზე ბრაზილიელი დანი ალვეში თამაშობს, რაც მოლაპარაკებას ართულებს.
The Guardian-ის ცნობით, “ლივერპულის” მმართველი დირექტორი იან ეირი ხუთშაბათს “ბარსელონას” წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან სატრანსფერო თანხის ოდენობაზე ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ “ლივერპულმა” აგვისტოში ალი სისოკო გაიფორმა და ჯონ ფლენეგენიც კარგ ფორმაშია, გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი დაცვის ხაზში კონკურენციის გაზრდაზე ფიქრობს და მონტოია ამ ამოცანის გადაჭრაში უნდა დაეხმაროს. ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობაში შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ექვს შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ წარატებები
კარგი ბიჭი ჩანს ეს. მშრომელი , წყნარი,სტაბილური. თავშიც არ უვარდება. იმედია მიეცემა შანსი უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშის. რატომღაც მგონია რომ არც იქ შეირცხვენს თავს. ნაკრებშიც აშკარად უფრო ხშირად იმსახურებს გამოძახებას.