“ლივერპულის” ხელმძღვანელებმა მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი ხავიერ მანკილიო 2-წლიანი იჯარით აიყვანეს. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა “მარკა” იუწყება.

2-წლიანი საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, მერსისაიდელებს ესპანელის გამოსყიდვა 6 მილიონ ევროდ შეეძლებათ. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების თანახმად, “ატლეტიკოს” შეუძლია, “ლივერპულს” მანკილიოს გამოსყიდვაზე უარი უთხრას.

გარემოს გამოცვლის სურვილი თავად მანკილიოსაც ჰქონდა. ესპანელი “ატლეტიკოში” არსებულ კონკურენციას ვერ უძლებდა და დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა.