ფეხბურთი

16:44 | 5.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” ემრე ჯანი შეიძინა

ინგლისის “ლივერპულმა” თავის ოფიციალურ ვებგვერდზე “ლევერკუზენიდან” ნახევარმცველ ემრე ჯანის შეძენა დაადასტურა.

“ლივერპულმა” გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 9,75 მილიონი გირვანქა გადაიხადა.

განვლილ სეზონში წარმოშობით თურქმა ნახევარმცველმა “ლევერკუზენის” რიგებში ბუნდესლიგაში და გერმანიის თასზე ჩატარებულ 39 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ლივერპულმა” უკვე მეორე მოთამაშე შეიძინა, მანამდე მერსისაიდელთა რიგებს 4 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ “საუთჰემპტონიდან” თავდამსხმელი რიკი ლამბერტი შეემატა.

თეგებიემრე ჯანი
0.114003