"ლივერპულის" ესპანელი ფორვარდი იაგო ასპასი, მომდევნო სეზონს "სევილიაში" გაატარებს. ინგლისური და ესპანური მხარეები ფეხბურთელის გასხვისებაზე უკვე შეთანხმდნენ. 2014/15 წლების სეზონის ბოლოს, 26 წლის ასპასი "ლივერპულში" დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი თავდამსხმელი გასული სეზონის სტარტამდე მერსესაიდელებმა "სელტადან" 8.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდეს. ასპასმა გასულ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ესპანელმა ინგლისელების იმედები აშკარად ვერ გაამართლა და მეტი სათამაშო დროის მიზნით "ლივერპულმა" ესპანეთში დააბრუნა.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
gigatrancer
მე რეალი მაინტერესებს ძმაო ხო იცი? D: D: D:
იყიდოს კოენტრაო,დიდი სიამოვნებით მივგვრი D:
მგელი და კრავი როა მულტფილმი, ეგეც ჩემიაო, ისიც ჩემიაო
ბრიტანული წყაროებით მიხედვით, მერსისაიდული "ლივერპული" პორტუგალიელი მარცხენა მცველის, ფაბიო კოენტრაოს შეძენას შეეცდება...
ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ აქტიურობს, რადგან მათ ლუის სუარესი გაუშვეს, რის სანაცვლოდაც საკუთარი ბიუჯეტი 88 მილიონი ევროთი შეავსეს. ამ გარემოებამ მერსისაიდელებს აქტიურობის საშუალება მისცა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "წითლები" მზად არიან მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას ფაბიოს სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო შესთავაზონ, ფეხბურთლეთან კი 4 წლიანი ხელშეკრულება გააფორმონ, რომლის სახელფასო დეტალები ცნობილი არ არის, რადგან ოფიციალური შეთავაზება არავის გაუკეთებია.
თავად ფეხბურთელი რამდენიმე დღეში ამერიკაში გაემგზავრება და კლუბს შეუერთდება, თუმცა არ არის გამორიცხული შეთანხმების შემთხვევაში შეერთებული შტატებიდან მან არა ესპანეთის, არამედ ნისლიანი ალბიონისკენ აიღოს გეზი.
აქაც რეალიო კაცო
ხო მიათხოვე ისე ბევრი გყავს ფეხბურთელები რო
DDDD
მიათხოვა?
და მზითებშI რა იყო 