ფეხბურთი

12:32 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულის” თავკაცი: “სუარესი წლის ფეხბურთელი უნდა გახდეს”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი იმედოვნებს, რომ ურუგვაელ ფორვარდს ლუის სუარესს მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გახდომაში ხელს არაფერ შეუშლის.

შაბათს, “კარდიფთან” შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, სუარესი 28 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

როჯერსის აზრით, სუარესი სეზონის საუკეთესო მოთამაშე შარშანაც გახდებოდა, ლონდონის “ჩელსის” მცველ ბრანისლავ ივანოვიჩის კბენისთვის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია რომ არ მიეცათ. მაშინ, საუკეთესო უელსელი გარეთ ბეილი გახდა, რომელიც ლონდონის “ტოტენჰემში” გამოდიოდა.

“მის წინააღმდეგ ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ის ამ პრიზისკენ შარშანაც მიდიოდა და სეზონის ბოლოს მომხდარი სამწუხარო ინციდენტის გამო ვერ მიიღო. წელს იგი საუცხოო მაგალითია. საფეხბურთო მოედანზე მისი ოსტატობა კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დამიყენებია და მან მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო მოუმატა.
თუმცა, ვფიქრობ, ხალხს მისი სხვა კუთხით დანახვაც სიამოვნებს. ხალხი ხედავს, რომ ის მოედნის ფარგლებს მიღმა საკმაოდ თავმდაბალი ბიჭია, რომელიც თამაშის დროს გლადიატორი ხდება. ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში ხალხს უყვარს, როდესაც ვინმე წარმატებას აღწევს. ამიტომ, თუ სუარესი ამ პრიზს მიიღებს, ეს მის კარიერაში საუცხო ნაბიჯი იქნება”- იუწყება როჯერსის სიტყვებს The Guardian-ი.

0.116441