ინგლისის “ლივერპულის” ურუგვაელი ლიდერი ლუის სუარესი შესაძლოა, გუნდის დროებითი კაპიტანი გახდეს.
მას შემდეგ, რაც სტივენ ჯერარდი დაშავდა და გუნდს დაახლოებით თვენახევარი დააკლდება, ახალი კაპიტნის დანიშვნის აუცილებლობა დადგა.
“ვფიქრობ, სუარესი გუნდის კაპიტნობისთვის 100 პროცენტით მზადაა. მაგრამ ჯერ ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ “ტოტენჰემთან” მატჩს. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ მისი დაწყებისას მივიღებთ” - განაცხადა “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა.
აღსანიშნავია, რომ ურუგვაელ ფეხბურთელს ჯერ კიდევ ზაფხულში გუნდის გამოცვლა სურდა, ახლა კი, შესაძლოა ამავე გუნდის კაპიტანი გახდეს.