ფეხბურთი

12:55 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ტრანსფერებზე აქტიურად იმუშავებს

 

ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებული "ლივერპული" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება.

"მერსესაიდელებს" მიუნხენის "ბაიერნიდან" შერდან შაქირის შეძენა სურთ. 22 წლის შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ბავარიელთა შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და აწ უკვე გასულ სეზონში ბუნდესლიგაში მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა. ბრენდან როჯერსი იმედოვნებს, რომ გერმანული კლუბი შაქირის დათმობს. ეს ნახევარმცველი "ბაიერნმა" 2012 წელს 11.8 მილიონ ევროდ შეიძინა.

როგორც უკვე ცნობილია, "ლივერპულს" ადამ ლალანას შეძენა 20 მილიონ გირვანქად სურს და ამჯერად ინგლისურმა კლუბმა ლალანას თანაგუნდელს დეიან ლოვრენსაც დაადგა თვალი. ხორვატი მცველი გასულ წელიწადს "საუთჰემპტონმა" "ლიონიდან" 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა.

ბრენდან როჯერსი "ჩელსის" მცველით რაიან ბერტრანდითაც დაინტერესდა. ბრიტანული პრესა აგრეთვე იუწყება, რომ "ლივერპული" "სევილიას" მცველ ალბერტო მორენოში 15 მილიონი გირვანქას გადახდას აპირებს.

გიორგი ბალახაძე

0.115345