“ლივერპულის” ხელმძღვანელობამ 21 წლის თავდამსხმელის, კრისტიან ტელიოს ტრანსფერის თაობაზე “ბარსელონას” ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იუწყება.
“ლივერპულის” მესვეურები მზად არიან, ახალგაზრდა ესპანელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ თავად ფეხბურთელს კატალონიური კლუბის დატოვება არ სურს. ამის მიუხედავად, მერსისაიდელები ტელიოს შეძენის იმედს არ კარგავებ.
მიმდინარე სეზონში ტელიომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 19 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.