“ლივერპულის” ხელმძღვანელობამ ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესთან კონტრაქტის გასაგრძელებლად მოლაპარაკება წამოიწყო. ბრიტანული პრესის ცნობით, კლუბის მმართველი დირექტორი იან ეირი ამ საკითხთან დაკავშირებით ფეხბურთელის აგენტს უკვე ესაუბრა.
მერსისაიდელები მზად არიან, სუარესს ხელფასი გაუორმაგონ. თუ შეთანხმება შედგა, მაშინ ურუგვაელი ბომბარდირი კვირაში 200 ათას გირვანქა სტერლინგს აიღებს, რაც მას “ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.