ინგლისის “ლივერპულის” ხელმძღვანელობა გუნდის თავდამსხმელ დანიელ სტარიჯისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.
Sunday Mirror-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი ანაზღაურება 70 ათასი გირვანქა სტერლინგია კვირაში და ის 140 ათასი გახდება, თუკი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდება.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი ამ გზით ფეხბურთელის წახალისებას აპირებს, რომელიც წელს ბრწყინვალე სეზონს ატარებს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის სტარიჯის ხელფასი მისი თანაგუნდელის - ლუის სუარესის ხელფასს თითქმის სამჯერ ჩამოუვარდება: ურუგვაელის ყოველკვირეული ანაზღაურება 200 ათასი გირვანქა სტერლინგია.
“ლივერპული” სტარიჯთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას მსოფლიოს ჩემპიონატამდე აპირებს, რადგან მუნდიალის შემდეგ, მისი ფასი შესაძლოა რამდენჯერმე გაიზარდოს.







