ფეხბურთი

12:19 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” სახოს სანაცვლოდ 19 მილიონს გადაიხდის

ინგლისის “ლივერპული” ფრანგულ პსჟ-ს მცველ მამადუ სახოს ტრანსფერზე შეუთანხმდა.  L’Equipe-ის ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მერსისაიდელები 19 მილიონ ევროს გადაიხდიან. თუ სახომ ახალ გუნდში ადგილი დაიმკვიდრა და წარმატებით ითამაშა, მაშინ “წითლებს” ბონუსის სახით პარიზელებისთვის კიდევ 4 მილიონი ევროს გადარიცხვა მოუწევთ.

მამადუმ დღეს ლივერპულში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ანაზღაურება თვეში 400 ათასი ევრო იქნება.

 

0.11421