ფეხბურთი

20:12 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” სატრანსფერო ბაზარზე რეკორდის დამყარებას აპირებს

Liverpool Echo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპული”, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, კიდევ არაერთი მილიონის დახარჯვას და საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს.

ლივერპულელებმა რიკი ლამბერტი, ადამ ლალანა, ემრე ჩანი და ლაზარ მარკოვიჩი უკვე შეიძინეს. ამ 4 ფეხბურთელში კლუბმა დაახლოებით 58 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მერსისაიდელები მხოლოდ ლუის სუარესმა დატოვა, მაგრამ იმის გამო, რომ ურუგვაელში “ბარსელონამ” 75 მილიონი ფუნტი გადაიხადა, ბრენდან როჯერსის გუნდი 17-მილიონიან მოგებაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპული” 4 ფეხბურთელის ყიდვით არ დაკმაყოფილდება და სატრანსფერო დანახარჯი 100 მილიონ ფუნტს გადააჭარბებს, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდება.

“აშკარაა, რომ სუარესის გაყიდვის შემდეგ უფრო მეტი ფულის დახაჯრვისა და საჭირო ფეხბურთელების დამატების შესაძლებლობა გვაქვს.” – აცხადებს “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი.

ივარაუდება, რომ “ლივერპული” მინიმუმ ერთ თავდამსხმელსა და 2 მცველს დაიმატებს.

თეგებილივერპული
0.125111