ფეხბურთი

19:51 | 15.07.2014 | ნანახია 2422 - ჯერ

“ლივერპული” როისში 44 მილიონს იხდის

შესაძლოა, “ლივერპულმა” ბევრისთვის მოულოდნელი ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაჩარხოს. “დეილი ექსპრესის” ცნობით, მერსისაიდელები “დორტმუნდის” ვარსკვლავის – მარკო როისის შეძენას გეგმავენ.

“ლივერპულმა” ლუის სუარესი კატალონიის “ბარსელონაში” სარფიანად გაყიდა და გერმანელის შესაძენად საჭირო თანხაც იშოვა. “წითლები” 25 წლის ნახევარმცველში 44 მილიონ გირვანქას იხდიან.

შეგახსენებთ, რომ როისი ტრავმირებულია და ექიმები მის გამოჯანმრთელებას შემოდგომისთვის ელიან.

 


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:33 | 16.07.2014
arturi-baierni (24493)

არსად წამსვლელი ეგ არ არის

10:29 | 16.07.2014
td1982 (1363)

იდი ნა ...... რა ბრენდან. ჩემი ოქრო ჩემთან უნდა დარჩეს. მარკო წამო ბაიერნში!

11:33 | 16.07.2014
arturi-baierni (24493)

ცოტა დავაცადოთ

09:27 | 16.07.2014
Colchian (294)

ეჰ რა გუნდი დაშალეს, როგორ მესიმპათიურებოდა ძველი დორტმუნდი, ნაპოლი, ტოტენჰემი

01:59 | 16.07.2014
დიტო (14812)

არ იქნება ლივერისთვის ცუდი ტრანსფერი

07:17 | 16.07.2014
ss18 (1696)

რომელი გუნდისთვის იქნება ცუდი?

22:41 | 15.07.2014
linkin-park (3179)

ლივერპულს დორტმუნდი თუ არ ჯობდეს უნამუსო ვიყო. ჯერ თავის ქვეყანაში იქნება და მერე მშობლიურ კლუბში რომელიც ლივერპულს დღეს ბევრად ჯობია. აი კეილორ ნავასი ბაიერნის მაგივრად დორტმუნდს უნდა ეყიდა ვაიდენფელერის დრო მიდის ნელნელა უკვე 34 წლისაა მგონი

23:07 | 15.07.2014
Z U R A (18341)

ნავასი მაგარი * * * გამოდგა...

21:41 | 15.07.2014
BEERTRANCE (97819)

სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება ......

21:20 | 15.07.2014
Colchian (294)

როგორც სჩანს, ლივერპული ტოტენჰემისგან განსხვავებით ძალიან ჭკვიანურად გამოიყენებს იმ თანხას, რომელიც მათ ბარსელონასგან მიიღეს. მშვენიერი მწვრთნელია ბრენდანი, ზუსტად ისეთი ფეხბურთელები მოჰყავს, როგორიც სჭირდება, იგივე შემიძლია ვთქვა რომას მწვრთნელ რუდი გარსიაზე.

21:05 | 15.07.2014
GOVEN (4940)

რა უნდა ლივერპულის ნაირ ბანძ გუნდში?!

14:46 | 16.07.2014
NGoLo KaNte (36472)

დდ

22:05 | 15.07.2014
jokua (3910)

რომ არ ვიცოდე არსენალის ფანი ხარ არ გამეცინებოდა.

20:47 | 15.07.2014
chamilo (33560)

alejandro ჰუმელსს რა თქმა უნდა არ ვამტყუნებ,პირიქით ის მართალია და ბაიერნის ბრალია რომ მისი ტალანტი ვერ შეაფასეს,ისე კი ძალიან მინდა დაბრუნდეს ბაიერნში,ვიცი შეუძლებელია მაგრამ ოცნება მაინც გვჩვევია ადამიანებს,თუნდაც არარეალური

20:38 | 15.07.2014
alejandro (44439)

chamilo
აი ეს არის ის სიბრაზე და თავმოყვარეობა რომელიც გააჩნია ჰუმელს!
პარალელიგავავლე ერთ ბიჭზე,რომელიც თავის დროზე ოჩამჩირის ბაზარში გაყვანილი თხასავით გაყიდეს არსენალში. მერე კი კარგ ფეხბურთელედ ჩამოყალიბებულ იმდენად უნდოდა შინ დაბრუნება რომ ტრანსფერს თავისი ჯიბიდან დაამატა 5 მილიონი ევრო.
ახლა კი ფიქრობს ასე რომ არ უნდა მოქცეულიყო და დატოვა კიდეც საროსკიპო!
ძალიან სუბიექტურობაში რომ არ ჩამითვალონ ეს კომენტარი,ბარემ იმასაც გეტყვი რომ თავის დროზე ხუან მატას მომავლის არ ჯეროდათ მადრიდში და ვალენსიაში გაუშვეს...

20:32 | 15.07.2014
SHANSO. (3080)

ზღაპარია ბაბაჯანა

20:28 | 15.07.2014
chamilo (33560)

ჩიჩარიტო მეც ვოცნებობ ჰუმელსს ბაიერნში,ძალიან ძლიერი მცველია რა,დაცვაში ხომ საუცხოოდ ირჯება,კარგი პასი აქვს და შეტევაშიც ძლიერია,ვინც თავის დროზე ბაიერნში დონე დაუწუნა და გაუშვა უნდა გამოიყვანო და დახვრიტო რა 50 ლიმონიც რომ დააფასონ ბაიერნი გადამხდელია მაგრამ ჯერ არსად არ მიდის და რომც მოინდომოს წასვლა,ისე გაბრაზებულია ბაიერნზე არ წამოვა სიამოვნებით ვიხილავდი იან ვერტონგენის და ჰუმელსის დუეტს

---------ნოიერი--------
ლამი--ვერტო--ჰუმელსი--ალაბა
რობენი--მიულერი(გიოტცე)--მარტინესი(ალკანტარა)--შვაინა--რიბერი
---------ლევანა-----------


მკვლელი შემადგენლობა იქნებოდა

22:43 | 15.07.2014
linkin-park (3179)

აფსუს ალაბას გერმანული პასპორტი ქონდეს რა ფლანგები ეყოლებოდა ნაკრებსაც. ლამი ალაბა. ასეთი მაგარი ფლანგები ორივე მხარეს არც ერთ გუნდს არ აქ

20:40 | 15.07.2014
ჩიჩარიტო (18039)

მანჯუკიჩი წავიდა უკვე სადმე თუ კიდე თQვენია?

20:45 | 15.07.2014
chamilo (33560)

წავიდა ატლეტიკოში

20:26 | 15.07.2014
the mentalist (22583)

ისე დახატავდა ეს ლივერპულს,მაგრამ არა მგონია ლივერში გადავიდეს

20:23 | 15.07.2014
zidane&master (923)

დორტმუნდმა არ უნდა გაყიდოს,, არადა პრემიერლიგაში საინტერესო იქნება ამის ხილვა

20:18 | 15.07.2014
jokua (3910)

მიდი ბრენდან როისზე უკეთესს ვის მოიყვან,მაგრამ კაცმა რომ თქვას რატომ უნდა აირჩიოს მარკომ ლივერპული?!

20:13 | 15.07.2014
ჩიჩარიტო (18039)

ამის გაშვება დორტმუნდიდან უკვე მეტისმეტი იქნება ჩEმი აზრით

20:16 | 15.07.2014
chamilo (33560)

არც უშვებენ,ჰუმელსი და როისი რჩება,თვითონვე თქვეს არსად მივდივართო

20:20 | 15.07.2014
ჩიჩარიტო (18039)

არადა ჰუმელსი დახატავდა მანჩესტერს

20:05 | 15.07.2014
chamilo (33560)

ბაიერნელი კარგად ძმა შენ როგორ ხარ?რავი ჯერ არაფერი დაწერილა ბილდში,მე პირადად გარაის და მანოლასის მოყვანა მინდოდა,გარაიმ მუნდიალზეც დაამტკიცა მისი მაღალი კლასი მაგრამ იმდენ ხანს ითრია ბაიერნმა ფეხი,ზენიტმა იყიდა,მანოლასს ვენგერი ეჩალიჩება და ისე მიდის საქმე მგონი ვრჩებით ისევ დანტეს და ბოატენგის იმედზე და რაც ძალიან არ მინდა რა,1 მცველი მაინც იყიდონ და ხავი მარტინესი დავხიოთ დაცვაში და ახალი შეუწყვილოთ ეს დანტე,ბოატენგი უვარგისები არიან,დანტე უნდა გაიყიდოს და ერკინი,ბოატენგი სკამზე დაჯდეს

20:00 | 15.07.2014
ბაიერნელი (1283)

შესაძლოა, “ლივერპულმა” ბევრისთვის მოულოდნელი ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაჩარხოს.
და ვის ჯერა ამის??? :დდდ

19:57 | 15.07.2014
chamilo (33560)

კაცი დორტმუნდიდან ლივერში ეხლა ნამდვილად არ წავა

14:45 | 16.07.2014
NGoLo KaNte (36472)

+

20:01 | 15.07.2014
ბაიერნელი (1283)

როგორახარ ძმა?
ბაიერნის ტრანსფერებზე სიახლე ხომ არაფერია??

0.131035