ფეხბურთი

16:26 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” როჯერსთან გაახანგრძლივებს

ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერსს ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში შესთავაზებს. შპორტ Direct News-ს ცნობით, ძალზე დიდია ალბათობა იმისა, რომ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ.

თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, როჯერსი მერსისაიდელებთან კონტრაქტს ახალ წლამდე გაახანგრძლივებს. “ლივერპული” მწვრთნელს 5-წლიან თანამშრომლობას სთავაზობს.

ცნობისათვის, როჯერსს “წითლებთან” მოქმედი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება.

 

0.108077