ფეხბურთი

10:56 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” მორენოში 20 მილიონს იხდის

“ლივერპულის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი “სევილიისა” და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველით ალბერტო მორენოთი დაინტერესდა. ბრიტანული გამოცემების ცნობით, მერსისაიდელები მზად არიან, ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ და ამასთან, არენდით ერთი ფეხბურთელი დაუთმონ.

ბოლო დროს რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მორენოს ხელში ჩაგდება მადრიდის “რეალს” სურდა, მაგრამ საქმე კონკრეტულ მოლაპარაკებამდე აღარ მისულა.

2013/14 წლების სეზონში ალბერტო მორენომ პრიმერადივიზიონში 28 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

0.134054