ფეხბურთი

15:29 | 22.06.2013 | ნანახია 1888 - ჯერ

“ლივერპული” ლუის ალბერტოთი გაძლიერდა

ინგლისურმა “ლივერპულმა” 20 წლის ესპანელი შემტევი ლუის ალბერტო დაიმატა. ამ ინფორმაციას მერსისაიდელთა ოფიციალური საიტი ადასტურებს.

ახალგაზრდა და ნიჭიერმა ფეხბურთელმა, რომელსაც შეტევის ხაზში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. ამის შემდეგ, ესპანელმა ინგლისელებთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალებიც, ჯერჯერობით, არ კონკრეტდება.

ლუის ალბერტომ გასულ სეზონი კატალონიის “ბარსელონას” დუბლშემადგენლობაში გაატარა. 38 მატჩში, ესპანელი 11 გოლითა და 17 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ლუის ალბერტოს ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში რეგულარულად უხმობენ.

 


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:28 | 12.10.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კარგი მწვრთნელია ჟარდიმი მილანს გამოადგება

19:08 | 11.10.2018
majlajuna (1024)

ყოველ წელს უყიდიდნენ წამყვან ფეხბურთელებს, არადა მაგარი მწვრთნელია

17:46 | 11.10.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

რომელიმე რუსულ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

0.075144
1888