"ლივერპულის" ხელმძღვანელობა მზადაა "საუთჰემპტონის" ნახევარმცველ ადამ ლალანაში 20 მილიონი გირვანქა გადაიხადოს და ტრანსფერი, შესაძლოა, მომდევნო კვირის ბოლოს განხორციელდეს.
"მერსესაიდელები" კლუბის გაძლიერებას აპირებენ და იმედისმომცემ ინგლისელ ფეხბურთელში დიდი თანხის გადახდა არ ენანებათ.
ინგლისის ნაკრების მწვრთნელი როი ჰოჯსონი ორშაბათს მსოფლიო ჩემპიონატისთვის 23-კაციან შემადგენლობას დაასახელებს და დიდი ალბათობით ადამ ლალანა ნაკრების სიაში მოხვდება.
ინგლისელი ფეხბურთელი "საუთჰემპტონის" აკადემიის აღზრდილია და გუშინ 26 წელი შეუსრულდა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ლალანამ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლთან ერთად 8 პასითაც გამოიჩინა თავი.
გიორგი ბალახაძე