ფეხბურთი

2:13 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ისევ ლიდერია

 

რა უნდა ვთქვათ. პირველ წრეში ნაჭამი სირცხვილის შემდეგ (0:5), ყველა ელოდა, რომ “ტოტენჰემი” რაღაც რევანშისმაგვარს შეეცდებოდა, მაგრამ დღეს “დეზები” ის აღარ არიან, გასულ ზაფხულს, ჩვენს “დინამოს” რომ მოუგეს. ჯამში, მიმდინარე სეზონში “ლივერპულმა” “ტოტენჰემს” 9 უპასუხო გოლი გაუტანა. ასეთი რამ ბოლოს თურმე 1914-15 წლების სეზონში მომხდარა.

“ლივერპულმა” კი ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო და კვლავ დაიბრუნა ცხრილში პირველი ადგილი. შარშან, 29 დეკემბერს, “ჩელსისთან” წაგების შემდეგ, “წითლებმა” დაუმარცხებლად - შესაძლო 39-დან 35 ქულა მოიპოვეს. მართალაც ფანტასტიკური შედეგია.

Dდაიწყო თუ არა თამაში, მასპინძლებმა მაშინვე შეუტიეს და უკვე მე-100 წამზე იონს კაბულს საკუთარ კარში გაატანინეს. ეს ყველაფერი ჯონსონის მარჯვნიდან ჩაწოდებას მოჰყვა. ტოტენჰემელები ისედაც ვერ გამოირჩევიან სტაბილურობით და ამ გოლმა ისინი საერთოდ დააბნია. თან მასპინძლებიც არ აპირებდნენ გაჩერებას. სტარიჯს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტემ უმტყუნა. მერე მოხდა ის, რაც ბოლო დროს ხშირად ხდება ხოლმე, სტუმრებმა დაცვაში ისევ მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, შედეგად სუარესი საჯარიმოში შეიჭრა და მარჯვენა კუთხეში გატანა.

Mმეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა, ჯერ კოუტინიომ, შემდეგ კი ჰენდერსონმა ანგარიში გამანადგურებელი გახადეს. “ლივერპულს” გაცილებით დიდი ანგარიშით შეეძლო მოგება, მაგრამ ბოლოსკენ ბურთის დაჭერა არჩიეს და ჯერარდიც დაასვენეს.

“ალბათ ბევრი გაკვირვებულია იმ ადგილით, სადაც ახლა ვდგავართ, მით უმეტეს, რომ ბოლო ორ სეზონში მერვენი და მეშვიდენი ვიყავით, მაგრამ სწორედ მიზანმიმართულმა მუშაობამ მოგვიყვანა აქამდე. ახლა ჩვენ ყოველ მატჩში გასამარჯვებლად გავდივართ მინდორზე. მიმაჩნია, რომ სათამაშო დონით სუარესი მესისა და რონალდუს უახლოვდება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ გუნდი ვართ. უკვე დავამტკიცეთ - უსუარესოდაც შეგვიძლია თამაში, როცა ყოველი ფეხბურთელი ეხმარება პარტნიორს. ასაკის მიუხედავად, მოთამაშეები ყოველდღიურად ვითარდებიან და წარმატების გასაღებიც ეს არის,” – ეს სიტყვები როჯერსმა Sky Sports-ს უთხრა.

ცხადია, წინარემიმოხილულმა მატჩმა დღის მეორე შეხვედრა ჩრდილში მოაქცია. შეხვედრა, რომელშიც ასევე ლივერპულურმა გუნდმა იმარჯვა და ოთხეულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ყველაფერი რობერტო მარტინესის მიერ მეორე ტაიმში განხორციელებულმა ცვლილებებმა გადაწყვიტა. საყაიმო ანგარიშისას, ბოლო 11 წუთში მირალასმა და ნეისმიტმა ორჯერ დააწყებინეს მასპინძლებს ცენტრიდან და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა. “ფულემი” კი კვლავ ბოლო ადგილზეა. ფელიქს მაგათის მთავარმწვრთნელად მისვლამ, იქ ჯერჯერობით ვერაფერი შეცვალა.

 

ფულემი – ევერტონი 1:3 (0:0)

ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 25 454

ფულემი: სტოკდეილი, ჰეიტინგა, რიისე, ჰანგელანდი, რითერი, სიდუელი, რიჩარდსონი (დეჟაგა 65), კვისტი (ვუდროუ 65), ჰოლტბი, კასამი, დემბელე (რობერტსი 81)

მწვრთნელი: ფელიქს მაგათი

ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი, დისტინი, სტოუნზი, ბერი, ოსმანი (მაკგიდი 77), კოულმენი, მაკარტი, ბარკლი (ნეისმიტი 46), ლუკაკუ, დელოფეუ (მირალასი 68)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 0:1 სტოკდეილი (ს.კ .51), 1:1 დეჟაგა (71), 1:2 მირალასი (79), 1:3 ნეისმიტი (87)

გაფრთხილება: რითერი (23); კოულმენი (32), ბეინსი (75)

მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 7(8)-7(2), ჯარიმა: 8-2, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 6-1,  სეივი: 4-7

 

ლივერპული – ტოტენჰემი 4:0 (2:0)

ლივერპული. “ენფილდი.” 44 762

ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ფლენაგანი, ჯერარდი (ლუკას ლეივა 70), ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (ალენი 68), სტერლინგი (მოზესი 83), სუარესი, სტარიჯი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ტოტენჰემი: ლორისი, კაბული, ვერტონგენი (დოუსონი 24), როუზი, ნოგტონი, ლენონი (თაუნსენდი 59), შადლი, სიგურდსონი, ერიკსენი, ბენტალები (დემბელე 60), სოლდადო

მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

გოლები: 1:0 კაბული (ს.კ. 2), 2:0 სუარესი (25), 3:0 ფილიპე კოუტინიო (55), 4:0 ჰენდერსონი (75)

გაფრთხილება: კაბული (32), სიგურდსონი (46)

მსაჯი: ფილიპ დოუდი

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 1(6)-4(8), ჯარიმა: 9-11, კუთხური: 5-7, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-1

მეგოლეები:

29 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

20 - დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

17 – იაია ტურე (5, “მანჩესტერ სიტი”)

15 – ჯეი როდრიგესი (“საუთჰემპტონი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), უეინ რუნი (2, “მანჩესტერ იუნაიტედი”)

0.241861